მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ (1:1), საფრანგეთის ნაკრების შემტევი, კილიან მბაპე დაშავდა - გვამცნობს Lequipe.
წყაროს ცნობით, „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა თამაშის ბოლოს ფეხში ტკივილი იგრძნო და ის შეცვალეს. დღეს, 2 სექტემბერს, ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც გაირკვევა, შეძლებს თუ არა უკრაინასთან (4 სექტემბერს) და ფინეთთან (7 სექტემბერს) შესარჩევ შეხვედრებში მონაწილეობას.