ფეხბურთი

18:16 | 1.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ფერგიუსონი ფეხბურთში ჩემთვის მამასავითაა, "მანჩესტერში" მის გამო დავბრუნდი"

„მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ კლუბის პრესსამსახურს პირველი ინტერვიუ მისცა. როგორც მან თქვა, ძალიან ბედნიერია და მოუთმენლად ელოდება თამაშს. პორტუგალიელმა განსაკუთრებით სერ ალექს ფერგიუსონის როლი გამოარჩია „ოლდ ტრაფორდზე“ 12-წლიანი პაუზის მერე დაბრუნებაში.

„ვფიქრობ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ჩემი აზრით, ეს სწორია. „იუვედან“ „იუნაიტედში“ გადავედი, რაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომელიც ოდესმე მიმიღია, ეს ახალი თავია. ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ და მსურს გავაგრძელო ისტორიის შექმნა, ვეცადო „მანჩესტერს შესანიშნავი შედეგების მიღწევასა და ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო.

სულშერთან მიმოწერა მქონდა, მაგრამ რა თქმა უნდა, მექნება დრო მასთან პირისპირ სასაუბროდ, რათა გავარჯვიო რას ელის ჩემგან. მოგეხსენებათ, „მანჩესტერში“ მასთან ერთად 2-3 სეზონი ვთამაშობდი, ამიტომ კარგი ურთიერთობა მაქვს. ახლა განსხვავებული როლები გვაქვს, მე ფეხბურთელი ვარ, ის მწვრთნელი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და როგორც ვთქვი, აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდს შედეგების მიღწევაში დავეხმარო, მწვრთნელსაც შეუძლია ჩემზე იმედი დაამყაროს და რაც სურს, ის დამავალოს. ასე რომ, ყველაფრისთვის ღია ვარ.

როგორც იცით, როდესაც „მანჩესტერთან“ პირველი კონტრაქტი გავაფორმე, მთავარი პერსონაჟი სერ ალექსი იყო. ჩემთვის ის ფეხბურთში მამასავითაა, მახსოვს, როცა „მანჩესტერის“ წინააღმდეგ ვითაშე ლისაბონის „სპორტინგის“ მაისურით. ის ძალიან დამეხმარა, ბევრი მასწავლა და რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა ჩემს დაბრუნებაში. მუდმივად ვუკავშირდებით ერთმანეთს, ის გახდა მთავარი ფაქტორი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გამეფორმებინა.

მოგეხსენებათ, ფანტასტიკური ისტორია მაქვს ამ საოცარ კლუბში. აქ ვთამაშობდი 18 წლის ასაკში და ცხადია, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 12 წლის შემდეგ დავბრუნდი ამ კლუბში. მოუთმენლად ველი ჩემი დაბრუნების შემდეგ პირველი თამაშის ჩატარებას“, - თქვა რონალდუმ ინგლისური კლუბის პრესსამსახურთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერში“ 2003-2009 წლებში თამაშობდა და 292 მატჩში 118 გოლი გაიტანა. პორტუგალიელის სანაცვლოდ ინგლისელებმა „იუვენტუსს“ 15 მილიონი ევრო გადაუხადეს, რასაც 8 მილიონი ევროს ბონუსი დაემატება. კრიშტიანუმ „წითელ ეშმაკებმა“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 29 მილიონ ევროს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110958