ფეხბურთი

16:05 | 1.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ფრანკ რიბერი კარიერას „ჰელას ვერონაში“ გააგრძელებს. ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ფრანკმა იტალიუირ კლუბის წინადადება მიიღო და სულ მალე ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

რიბერი თავისუფალი აგენტია და „ვერონას“ უფასოდ შეუერთდება. ფეხბურთელი კლუბს პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა. ამრიგად, მისი კარიერა ისევ იტალიაში გაგრძელდება, სადაც ბოლო ორი სეზონი ითამაშა - „ფიორენტინაში“.

გასულ სეზონში 38 წლის შემტევმა ფლორენციელთა რიგებში 29 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა. რიბერის კარიერის საუკეთესო წლები „ბაიერნში“ გაუტარებია, მანამდე კი „მარსელსა“ და „გალათასარაიში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113084