ანტუან გრიზმანი მადრიდის "ატლეტიკოში" დაბრუნდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, ხოლო "ბარსელონამ" ფრანგი შემცვლელად "სევილიადან" ლუკ დე იონგი დაიმატა.
„ბარსას“ და „როხიბლანკოს“ შეთანხმების საფუძელზე 30 წლის ფრანგი „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ერთწლიანი იჯარით დაბრუნდა, მისი გამოსასყიდი თანხა კი დაახლოებით 40 მილიონი ევრო იქნება.
მოგეხსენებათ, გრიზმანი „ბარსელონაში“ 2019 წელს სწორედ „ატლეტიკოდან“ 120 მილიონ ევროდ გადავიდა. მან კატალონურ გრანდში 102 მატჩი ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა, ხოლო „ატლეტიკოში“ 2014-2019 წლებში 257 თამაშში თავი 133-ჯერ გამოიჩინა.
თავის მხრივ, „ბარსელონაში“ გრიზმანის შემცვლელი უმალვე იპოვეს და „კამპ ნოუზე“ „სევილიას“ ნიდერლანდელი შემტევი ლუკ დე იონგი გადაბარგდა, ასევე ერთწლიანი იჯარით.