საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. მეორე ვარჯიშის შემდეგ კომენტარი გიორგი აბურჯანიამ, დავით ხოჭოლავამ და სანდრო ალთუნაშვილმა გააკეთეს და განაცხადეს, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ.
„პირველ რიგში ჩვენი კონცენტრაცია კოსოვოსთან მატჩზეა მიმართული, რადგან ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი მატჩია და ძვირფასი 3 ქულა დევს სასწორზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სამი ქულა ჩვენ დაგვრჩეს“, - თქვა აბურჯანიამ.
„პირველი თამაშია ჩემთვის ამ შესარჩევ ციკლში, რადგან წინა შეკრება კორონავირუსის გამო გამოვტოვე. ამ შეკრებაზე მინდა ორმაგად დავეხმარო ნაკრებს და ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთ კარგ სსტადიონზე ვითამაშებთ“, - აღნიშნა ხოჭოლავამ.
„ძალიან დიდი ემოცია იყო, როცა გავიგე, რომ ნაკრებში გამომიძახეს. უფრო მეტად გამიხარდა, რადგან ბათუმში გვიწევს თამაში და დასანანია, რომ მაყურებელი არ იქნება, მაგრამ ყველაფერს ვეცდებით, რომ ამ შეკრებაზე ყველა თამაშში სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, - განაცხადა ალთუნაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, ბათუმში, კოსოვოს უმასპინძლებს, 5 სექტემბერს, ბადახოსში, ესპანეთს შეხვდება, ხოლო 8 სექტემბერს, სოფიაში ამხანაგურ მატჩს ბულგარეთის ნაკრებთან ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მით უმეტეს ალბათ კვარაცხელიაც ითამაშებს !დღეს დილით ძალიან მაგარმა ამბავმა გამოჟონა "რუბინიდან" რუბინის შეფებმა თქვეს რომ ხვიჩა საქართველოში მიდის ნაკრების შეკრებაზეო ! ალბათ ნოლო დღემდე 31 აგვისტომდე მიდიოდა მოლაპარაკება იუვესთან და ტოტენჰემთან და რომ ჩაიშალა (უფრო ადრე რუბინის დირექტორმა თქვა ხვიჩა რუბინში რჩებაო) ამის მერე უშვებს ჯუღელი ნაკრებში ! რავიცი თუ ეს მართალია (არადა საიმედო წყაროა) მაშინ ტრავმაც ტყუილი ყოფილა და ნაკრებშიც ითამაშებს ამ სამ თამაშს !
საიდან მოიტანე ეგ აბსურდი კვარაცხელიაზე?
სომხური რადიოდან !
აჰა ამათმაც დადეს ეხლა ---stripslashes((strlen('https://www.worldsport.ge/ge/page/211109_saimanovi-xvicha-nakrebshi-midis-da-rubinshi-rcheba')>0?'-https://www.worldsport.ge/ge/page/211109_saimanovi-xvicha-nakrebshi-midis-da-rubinshi-rcheba':'-https://www.worldsport.ge/ge/page/211109_saimanovi-xvicha-nakrebshi-midis-da-rubinshi-rcheba'))
მინიმუმ 3 ბურთის სხვაობით თუ არ მოიგებთ თვალით არ დამენახოოოთ PP
მორჩით რა ლაპარაკს. მოიგეთ.
ეცდებით ? რა საყვარლები ხართ...
კვარაცხელია გადავიდა მილანში? თუ ტოტემჰემში? უბედურო საქართველო
რუბინის დისპანსერში გადავიდა.