„კროტონეს“ თავდამსხმელი, ჟუნიორ მესიასი უახლოეს ხანში „მილანთან“ გააფორმებს ხელშეკრულებას - გვამცნობს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ინფორმაციით, მილანელები 30 წლის ბრაზილიელს იჯარით აიყვანენ, შემდგომი გამოსყიდვის პერსპექტივით.
გასულ სეზონში მესიასმა სერია A-ში 36 მატჩი ითამაშა, 9 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.