ფეხბურთი

15:19 | 31.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერი“ კავანის „ბარსელონაში“ არ უშვებს

„ბარსელონა“ 34 წლის ურუგვაელი ფორვარდით, ედინსონ კავანით დაინტერესებულა და დაკავშირებია მას. ედინსონსაც გადასვლაზე თანხმობა უთქვამს, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედს“ არ გაუშვია - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ჟერარ რომერო.

კავანი „მანჩესტერში“ შარშან გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, მანამდე კი შვიდი წლის განმავლობაში „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას იცავდა.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი არაფრით გამოუჩენია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112912