ლონდონის „არსენალის“ ყოფილი შემტევი, ვილიანი, „კორინთიანსის“ ფეხბურთელი გახდა - გვამცნობს ბრაზილიური კლუბის ოფიციალური ტვიტერი.
შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ მან თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. საუკეთესო წლები კი „ჩელსიში“ თამაშის დროს ჰქონდა (2013-2020).
საინტერესოა, რომ ვილიანმა უარი თქვა 20,5 მილიონ ევროზე, რომელიც მას „არსენალში“ კიდევ ეკუთვნოდა და გამცხადებაც გააკეთა: „მადლობას ვუხდი „არსენალს“ თანადგომისთვის. ხანდახან მინდორზე ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს. მაგრამ ზოგიერთი ჟურნალისტისგან დაუმსახურებელი კრიტიკა მივიღე. თითქოს აქ ფულის გამო ვიყავი. ვფიქრობ, ახლა დარწმუნდებიან, რომ ცდებოდნენ.“ - დაწერა ვილიანმა ინსტაგრამში.