ბერგამოს „ატალანტამ“ „ალკმაარის“ ფეხბურთელი ტეუმ კუპმეინერსი დაიმატა. ინფორმაცია ლომბარდიული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
23 წლის ნიდერლანდები „ალკმაარის“ აკადემიის აღზრდილია და გუნდის კაპიტანიც იყო. მან მშობლიურ გუნდში 141 მატჩში 39 გოლი გაიტანა.
კუპმეინერსს ნიდერლანდების ნაკრებში აქამდე ერთადერთხელ უთამაშია.