ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართულ ქალთა ნახევარ მართონზე, ეთიოპიელმა იალემზერფ იეჰუალავმა მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა - ფინიშს ერთ საათში, სამ წუთსა და 43 წამში მიღწია და გახდა პირველი ქალი მორბენალი, ვინც 21.0975 კილომეტრი 64 წუთზე ნაკლებში გაირბინა.
წინა რეკორდი კენიელ რუთ ჩეპნგეტიჩს ეკუთვნოდა, რომელმაც ის წელს, ისტანბულში ასპარეზობისას დაამყარა.
იეჰუალავმა უახლოეს მდევარს, კენლ იანე ნიაბოკეს ექვს წუთზე მეტით აჯობა, მესამე ადგილი კი ბრიტანელმაროუზ ჰარვიმ დაიკავა.
„დღეს მე ოცნება ავისრულე. რეკორდს გაუმჯობესება ადრე ორჯერ ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. დღეს გამომივიდა და ძალიან ბედნიერი ვარ“, - განაცხადა 22 წლის რეკორდსმენმა.
მამაკაცთა გარბენში გამარჯვება ეთიოპიის რეკორდსმენმა ჯემალ იიმერმა მოიპოვა, ვინც ერთი წამით აჯობა თანამემამულეტესფაჰუნ აკალნევს. მესამე ადგილი კი კენიელმა შადრაკ კიმინინგმა დაიკავა.