„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა „ვულვზთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ გააკეთა კომენტარი. ნორვეგიელს ჰკითხეს, შეტევაში რომელ პოზიციაზე განიხილავს პორტუგალიელს, მაგრამ მან უპასუხა, რომ მთავარი ეს არ არის.
„ადრე რონალდუ ფლანგზე თამაშობდა, როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ, მაგრამ ასევე შეუძლია ცენტრფორვარდად თამაში. ორი ან სამი თავდამსხმელით თამაშიც შეგვიძლია, ასე რომ ვნახოთ, მთავარია, გოლები გაიტანოს. აქ ყველა ელოდა კრიშტიანუს დაბრუნებას. ჩემს შვილებსაც სურდათ, რომ ის ჩვენთან დაბრუნებულიყო“, - თქვა სულშერმა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მისი ხელახალი დებიუტი სავარაუდოდ სანაკრებო პაუზის შემდეგ შედგება.