კრიშტიანუ რონალდუს დამ, კატია ავეირუმ, ძმას „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნება მიულოცა.
„კეთილი იყოს შენი შინ დაბრუნება, ჩემო სიყვარულო, გილოცავ იმ ადგილზე დაბრუნებას, რომელსაც იმსახურებ. რა ბედნიერებაა. რა სიამაყეა. მადლობა იმისთვის, რომ ასეთი დიდი ადამიანი ხარ.“ - დაწერა კატიამ ინსტაგრამში.
შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურად განაცხადა 36 წლის კრიშტიანუ რონალდუს დამატების შესახებ.