ფეხბურთი

11:51 | 28.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის შემდეგ, კლუბის ინსტაგრამს ერთ დღეში 1,8 მილიონი გამომწერი შეემატა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ კრიშტიანუ რონალდუს დამატების შესახებ ოფიციალურად გუშინ, 27 აგვისტოს განაცხადა. არასრული 24 საათის განმავლობაში კი კლუბის ინსტაგრამს 2 მილიონამდე გამომწერი დაემატა - გვამცნობს Daily Mail.

რამდენიმე დღის წინათ, კრიშტიანუ თითქმის ყველას „მანჩესტერ სიტიში“ გადასული ეგონა, მაგრამ მოულოდნელად 36 წლის პორტუგალიელი მის მტერ „იუნაიტედში“ აღმოჩნდა.

რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2003-09 წლებშიც თამაშობდა და იქიდან გადავიდა მადრიდის „რეალში.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113021