ფეხბურთი

11:23 | 28.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტიმ“ კომპანისა და დავიდ სილვას სტატუები წარმოადგინა

„მანჩესტერ სიტიმ“ თავის ოფიციალურ ტვიტერზე ყოფილი ვარსკვლავების, ვენსან კომპანისა და დავიდ სილვას სტატუების ფოტოები წარმოადგინა, რომლებსაც დღეს, 28 აგვისტოს „ეტიჰადის“ სტადიონთან, „არსენალთან“ პრემიერლიგის მე-3 ტურის მატჩის წინ გახსნიან. კუნ აგუეროს სტატუა კი, რომელმაც „სიტი“ ამ ზაფხულს დატოვა, 2022 წელს დაიდგმება.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი მცველი, კომპანი, „ქალაქელების“ ფეხბურთელი 2008 წელს გახდა და კლუბში 11 წლის განმავლობაში ირჯებოდა. სილვა „სიტიში“ 2010 წელს გადავიდა „ვალენსიადან“ და იქ 2020 წლის ზაფხულამდე გაჩერდა.

აგუერო „სიტიში“ 2011-21 წლებში თამაშობდა და ამ ზაფხულს გადავიდა „ბარსელონაში.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126974