ესპანეთის ლა ლიგის მესამე ტურში "ვალენსია" "ალავესს" უმასპინძლებს და გიორგი მამარდაშვილი ისევ ძირითად შემადგენლობაშია. ქართველ მეკარეს ხოსე ბორდალასი ენდობა, რაც დიდებული ამბავია.
გიორგიმ აქამდე "ხეტაფესთან" და "გრანადასთან" ითამაშა, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა და პირველ ტურშიც საუკეთესოდ დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ "ვალენსია" - "ალავესის" მატჩი თბილისის დროით 00:15 საათზე დაიწყება.