ფეხბურთი

23:50 | 27.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდმა" საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილი ფეხბურთელი მუსა სისოკო კარიერას "უოტფორდში" გააგრძელებს. ფრანგმა ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას "უოტფორდის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

სისოკო "მამლებმა" 2016 წელს "ნიუკასლიდან" დაიმატეს. მას შემდეგ ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 202 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა, თუმცა უცნობია თუ რამდენი მიიღო "ტოტენჰემმა" აღნიშნულ ტრანსფერში.

0.112684