ფეხბურთი

17:24 | 27.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი რონალდუს: "იუნაიტედის" შემდეგ "სიტიში" არ უნდა გადადიოდე"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა კომენტარი კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ სიტიში“ შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა და გადაწყვეტილება დაუწუნა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ კომენტარის შემდეგ მოვლენები შეიცვალა და პორტუგალიელი ალბათ სწორედ სულშერის გუნდის წევრი გახდება.

„ჩვენ პროფესიონალები ვართ, მაგრამ თუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაქვს ნათამაშები, „მანჩესტერ სიტიში“ არ უნდა წახვიდე. კრიშტიანუ „იუნაიტედის“ ლეგენდაა, ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა და მან იცის მასზე, რასაც ვფიქრობთ და თუ ჩვენთან თამაში უნდა, ჩვენ აქ ვართ. ჩემთვის რონალდუ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია და გამიმართლა, რომ მასთან ერთად ვითამაშე“, - თქვა სულშერმა.

შეგახსენებთ, რომ სულშერი და რონალდუ თანაგუნდელები 2003-2007 წლებში იყვნენ. ბოლო ინფორმაციით, რონალდუს "სიტიში" ტრანსფერი ჩაიშალა და ის სწორედ "იუნაიტედში" დაბრუნებასთანაა ახლოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13402