თურქეთის ქალაქ სტამბოლში ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და 32 გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა.
ევროპა ლიგაზე ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“) და ლაშა დვალი, გიორგი ხარაიშვილი („ფერენცვაროში“) ითამაშებენ. ავსტრიული გუნდი B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად „მონაკო“, პსვ ეინდჰოვენი და „სოსიედადი“ ერგო, ხოლო უნგრელები G ჯგუფში „ლევერკუზენთან“, „სელტიკთან“ და „ბეტისთან“ ერთად ითამაშებენ.
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები ასეთია:
A ჯგუფი
„ლიონი“ (საფრანგეთი)
„რეინჯერსი“ (შოტლანდია)
„სპარტა“ (ჩეხეთი)
„ბრონდბიუ“ (დანია)
B ჯგუფი
„მონაკო“ (საფრანგეთი)
პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)
„სოსიედადი“ (ესპანეთი)
„შტურმი“ (ავსტრია)
C ჯგუფი
„ნაპოლი“ (იტალია)
„ლესტერი“ (ინგლისი)
„სპარტაკი“ (რუსეთი)
„ლეგია“ (პოლონეთი)
D ჯგუფი
„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი)
„აინტრახტი“ (გერმანია)
„ფენერბაჰჩე“ (თურქეთი)
„ანტვერპენი“ (ბელგია)
E ჯგუფი
„ლაციო“ (იტალია)
„ლოკომოტივი“ (რუსეთი)
„მარსელი“ (საფრანგეთი)
„გალათასარაი“ (თურქეთი)
F ჯგუფი
„ბრაგა“ (პორტუგალია)
„ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი)
„ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი)
„მიდტიულანდი“ (თურქეთი)
G ჯგუფი
„ლევერკუზენი“ (გერმანია)
„სელტიკი“ (შოტლანდია)
„ბეტისი“ (ესპანეთი)
„ფერენცვაროში“ (უნგრეთი)
H ჯგუფი
„დინამო“ (ხორვატია)
„გენკი“ (ბელგია)
„ვესტ ჰემი“ (ინგლისი)
„რაპიდი“ (ავსტრია)
აქვე გეტყვით, რომ ევროპა ლიგის პირველი ტურის მატჩები 16 სექტემბერს გაიმართება, ხოლო ფინალი 2022 წლის 18 მაისს არის დაგეგმილი.