ქართველი ძალოსანი გურამ ვეკუა 96 კგ წონით კატეგორიაში 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია. მან სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
ვეკუამ ატაცში 147 კგ დააფიქსირა, აკვრაში 178, ხოლო ორჭიდში შესაბამისად - 325 კგ და სამივე დისციპლინაში ჩემპიონი გახდა.
ამავე ასაკობრივ კატეგორიაში ქალთა შორის ჩემპიონის ტიტულს ნათია გადელია 87 კგ წონით კატეგორიაში დაეუფლა. ნათიაც სამ ოქროს მედალს შესწვდა. მან ატაცში 87 კგ, აკვრაში 117 კგ დაძლია და ორჭიდში 204 კგ დაუგროვდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ მანამდე 81 კგ წონით კატეგორიაში 15-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი მარიამ მურღვლიანი გახდა.