კრიშტიანუ რონალდუსა და „იუვენტუსის“ ურთიერთობა პრაქტიკულად დასრულდა. იტალიური მედიის ცნობით, ყველაფერი გაირკვა და პორტუგალიელი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.
„იუვენტუსი“ 30 მილიონ ევროს ითხოვს და მოსალოდნელია, რომ „სიტი“ წინადადებას დღის განმავლობაში გააკეთებს, რაც ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებს. რონალდუმ უკვე განუცხადა „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელებს, რომ ის ტურინში აღარ ითამაშებს.
პორტუგალიელ ფეხბურთელს კონტრაქტი გუნდთან კიდევ ერთი წელი აკავშირებს, მაგრამ მას „იუვეს“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს. „სიტის“ სურდა, რომ თავდამსხმელს კლუბთან კონტრაქტი გაეწყვიტა, თუმცა ცხადია, „ბიანკონერი“ ამ წინადადებას არ დათანხმდა. „სიტი“ თანხის გადახდის შემდეგ კრიშტიანუსთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და 36 წლის ვარსკვლავი ინგლისში 12 წლის შემდეგ დაბრუნდება, მაგრამ არა „იუნაიტედში“, არამედ მის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტსა და მტრის ბანაკში.
კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წლიდან თამაშობს, 134 მატჩში 101 გოლი გაიტანა, ორჯერ მოიგო სკუდეტო და იტალიის სუპერთასი, ერთხელ კი იტალიის თასი.