ფეხბურთი

18:02 | 26.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" რონალდუს უფასოდ არ გაუშვებს და მენდეშს თავისი პირობები წამოუყენა

ტურინის „იუვენტუსის“ წარმომადგენლებსა და კრიშტიანუ რონალდუს აგენტ ჟორჟე მენდეშს შორის შეხვედრა დასრულდა, რომელიც სწორედ ტურინელთა მოთხოვნით გაიმართა, რომელსაც პაველ ნედვედი, ფედერიკო კერუბინი და მაურიციო არივაბენე ესწრებოდნენ.

„იუვეს“ შეფები ძალზე უკმაყოფილონი არიან შექმნილი ვითარებით და პრესაში ატეხილი ხმაურით. მათ მენდეშს პირდაპირ აცნობეს, რომ ფეხბურთელის უფასოდ გაშვებას არ აპირებენ და შეუძლია გუნდი დატოვოს, ოღონდ მხოლოდ „იუვეს“ დადგენილი პირობებით.

„ბებერი ქალბატონი“ რონალდუში 30 მილიონ ევროს ითხოვს. პორტუგალიური მედიის ცნობით, კრიშტიანუ „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ესაუბრა და კლუბთან შეთანხმებულია, ახლა კი ყველაფერი „იუვენტუსზეა“ დამოკიდებული. ინგლისელებს რონალდუსთვის ფულის გადახდა არ უნდათ, ტურინელები კი მას კონტრაქტს არ გაუწყვეტენ.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ძალიან ცოტა რჩება და მხარეებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ კონტრაქტი ძალაში 2022 წლის ზაფხულამდეა.

0.111683