ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სექტემბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 24 ფეხბურთელი შეიყვანა.
„ფურია როხა“, რომელმაც ევრო 2020-ზე ნახევარფინალში გასვლა შეძლო, საქართველოსთან 5 სექტემბერს გასამართი მატჩისთვის ასეთი შემადგენლობით მოემზადება:
მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ დე ხეა (მანჩესტერი, ინგლისი), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი, ინგლისი)
მცველები: სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ინგლისი), ჟორდი ალბა (ბარსელონა), ერიკ გარსია (ბარსელონა), ხოსე გაია (ვალენსია), ემერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), რაულ ალბიოლი (ვილიარეალი), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო)
ნახევარმცველები: როდრი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), კოკე (ატლეტიკო), კარლოს სოლერი (ვალენსია), მიკელ მერინო (სოსიედადი), ბრაის მენდესი (სელტა), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი), ადამა ტრაორე (ვულვზი, ინგლისი), აბელ რუისი (ბრაგა, პორტუგალია)
თავდამსხმელები: ალვარო მორატა (იუვენტუსი), ჟერარდ მორენო (ვილიარეალი), პაბლო სარაბია (პსჟ, საფრანგეთი), დიეგო ფორნალსი (ვესტ ჰემი, ინგლისი)
შეგახსენებთ, ესპანეთის ნაკრები 2 სექტემბერს, სტუმრად შვედეთს შეხვდება, 5 სექტემბერს, ბადახოსში, საქართველოს უმასპინძლებს, ხოლო 8 სექტემბერს, კოსოვოში ითამაშებს.