ფეხბურთი

17:26 | 25.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანმა" 20 წლის თავდამსხმელი დაიმატა

იტალიურმა „მილანმა“ „მონაკოს“ ნიჭიერი ფორვარდი პიეტრო პელეგრი დაიმატა. 20 წლის ფეხბურთელი ლომბარდიელთა ღირსებას ერთწლიანი იჯარით დაიცავს და მისი გამოსყიდვის უფლება „მილანს“ ექნება.

პელეგრი იტალიის ჩემპიონატში ძალიან პატარა, 16 წლის ასაკში გამოჩნდა და „ჯენოაში“ 10 მატჩში 3 გოლი გაიტანა. 2018 წელს ის „მონაკოს“ შეუერთდა, მაგრამ მძიმე ტრავმის გამო ძალიან ბევრი გაუცდა, მაგალითად 2019-2020 წლების სეზონი სრულად. ფრანგულ გუნდში მის აქტივში 23 მატჩში 2 გოლია.

პელეგრის 2020 წელს იტალიის ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი, თუმცა „სკუარდა აძურაში“ მეტჯერ აღარ უთამაშია. ის „მილანის“ რიგებში 64-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114149