ფეხბურთი

17:08 | 24.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "საფრანგეთის ჩემპიონატი მსოფლიოში საუკეთესო არაა"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ღიად განაცხადა, რომ საფრანგეთის ლიგა 1 მსოფლიოში საუკეთესო არ არის, მაგრამ ის ცნდილობს ლიგის დონე აამაღლოს.

„საფრანგეთი არ არის მსოფლიოში საუკეთესო ლიგა, მაგრამ მე მაინც ყოველთვის ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, როგორც ემბლემატური მოთამაშე, რომ ლიგის დონე გამეზარდა“, - თქვა მბაპემ.

ფრანგი ფეხბურთელის ეს განცხადება ცხადია დაუკავშირეს პსჟ-ს დატოვების სურვილს. ცნობილია, რომ მბაპეს კარიერის მადრიდის „რეალში“ გაგრძელება სურს და სულაც არ არის გამორიცხული, რომ 31 აგვისტომდე ტრანსფერი შედგეს.

აღსანიშნავია, რომ ფრანგული მედიის ცნობით, პარიზელებს მბაპეს შემცვლელად ლივერპულის „ევერტონის“ თავდამსხმელი რიშარლისონი ესახებათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116085