ფეხბურთი

14:33 | 24.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-კოსოვო უმაყურებლოდ გაიმართება

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებებს შორის უმაყურებლოდ გაიმართება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

ამრიგად, ბათუმში გულშემატკივრები თამაშზე დასწრებას ვერ მოახერხებენ, რისი მიზეზიც ცხადია ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდმდგომარეობაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და კოსოვოს მატჩი 2 სექტემბერს გაიმართება. ვილი სანიოლის გუნდი ოქტომბერსა და ნოემბერშიც საშინაო თამაშებს ბათუმში ჩაატარებს, თუმცა მაყურებელთა დასწრების საკითხი ამ შემთხვევაში ჯერ გადაწყვეტილი არაა და შეზღუდვა მხოლოდ კოსოვოსთან მატჩს ეხება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11829