„მილანის“ ტექნიკური დირექტორი, პაოლო მალდინი, ჟურნალისტებს კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ესაუბრა.
„შარშანდელი ბირთვი შევინარჩუნეთ. მართალია, რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა, მაგრამ, ვფიქრობ, ახლა უფრო ძლიერები ვართ. გარკვეული სატრანსფერო წვრილმანების დასრულება გვჭირდება და ამით გუნდის დაკომპლექტება დასრულდება.
იბრაჰიმოვიჩი და ჟირუ? თუ მწყობრში არიან, ასეთ ფეხბურთელებს ყოველთვის უნდა მისცე თავის გამოჩენის საშუალება. ერთადაც შეიძლება მინდორზე ვიხილოთ. მათ მსგავსი ფიზიკური მონაცემები აქვთ, მაგრამ განსხვავებული ხასიათი. თანაც, ზლატანს ფლეიმეიკერის ფუნქციის შესრულებაც შეუძლია - ციტირებს მალდინის სიტყვებს Football Italia.
სერია A-ს პირველ ტურში „მილანმა“ „სამპდორია“ სტუმრად 1:0 დაამარცხა. მომდევნო ტურში კი, 29 აგვისტოს, „კალიარის“ უმასპინძლებს.