ფეხბურთი

11:24 | 24.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

უმტიტიმ „ბარსელონადან“ წასვლაზე უარი თქვა

„ბარსელონას“ ხელმძღვანლობა მზად იყო მცველი, 27 წლის სამუელ უმტიტი უფასოდ გაეშვა, მაგრამ კამერუნული წარმოშობის ფრანგმა ფეხბურთელმა ყველა კლუბის შეთავაზება უარყო - გვამცნობს ესპანური Marca.

წყაროს ინფორმაციით, უმტიტს კატალონიური კლუბის დატოვება თავისი ნებით არ სურს, თუმცა მას „ლიონი“ და „ბენფიკა“ იწვევდნენ.

უმტიტი „ბარსელონაში“ 2016 წელს გადავიდა „ლიონიდან,“ რომლის აღზრდილიცაა. ის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2016 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

0.119201