ფეხბურთი

1:21 | 24.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო

იტალიის სერია A-ს პირველი ტური დასრულდა და „მილანმა“ სეზონში წარმატებული სტარტი აიღო. სტეფანო პიოლის გუნდი სტუმრად გენუაში „სამპდორიას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

„როსონერის“ არ ჰქონია იოლი თამაში, „სამპა“ აქტიურობდა და გოლის გატანის შანსიც არაერთხელ მიეცა, მაგრამ მაიკ მენიო შესანიშნავი იყო და კარი მშრალად შეინახა. მატჩის ბედი კი ბრაჰიმ დიასმა გადაწყვიტა. ესპანელმა თავი დასაწყისშივე, მეცხრე წუთზე გამოიჩინა, როცა მარჯვენა ფლანგზე დავიდე კალაბრიას დიდებული თამაში დაუფასა. დიასმა იტალიის ჩემპიონატში მეხუტე გოლი გაიტანა და ყველა საგარეო მატჩებში. დარჩენილ 81 წუთში გოლი აღარ გასულ და ლომბარდიული გრანდი ჩინებულ განწყობაზე იწყებს ახალ სეზონს.

სხვათა შორის, „მილანმა“ 2021 წელს სტუმრად მე-11 თამაში მოიგო და ამაზე უკეთესი შედეგი ტოპლიგებიდან არავის აქვს. იგივე მაჩვენებლები გააჩნიათ „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“.

ორშაბათს პირველი ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც „კალიარიმ“ „სპეციას“ უმასპინძლა და 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ მერე ბრაზილიელი თავდამსხმელის, ჟოაო პედროს შესანიშნავი გარჯის წყალობით ქულა მაინც მოიპოვა.

სერია A-ს პირველ ტურში 36 გოლი გავიდა, რაც 1950-1951 წლების სეზონის შემდეგ პირველი ტურის საუკეთესო შედეგია (45 ხსენებულ სეზონში).

სერია A-ს მეორე ტური პარასკევს დაიწყება და მოქმედი ჩემპიონი „ინტერი“ „ვერონაში“ სტუმრად დაუპირისპირდება.

„კალიარი“ – „სპეცია“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჯიაზი (7), 0:2 ბასტონი (58), 1:2 ჟოაო პედრო (62), 2:2 ჟოაო პედრო (66)

„სამპდორია“ – „მილანი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ბრაჰიმ დიასი (9)

0.133128