ფეხბურთი

13:37 | 23.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

5 დებიუტანტი საქართველოს ნაკრებში: ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სექტემბერში გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ფრანგმა სპეციალისტმა გუნდში 26 ფეხბურთელს უხმო, საიდანაც 5 დებიუტანტია.

ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს ლუკა ლოჩოშვილი, საბა ხვადაგიანი, გიორგი ფანცულაია, ვლადიმერ მამუჩაშვილი და სანდრო ალთუნაშვილი. როგორც ხედავთ, ოთხი მათგანი საქართველოს ჩემპიონატს წარმოადგენს.

ნაკრებს დაუბრუნდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ბოლოს "ჯვაროსნების" ღირსება გასული წლის სექტემბერში დაიცვა. ასევე, ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც კოვიდრეგულაციების გამო აქამდე სამხრეთკორეიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. ყველაზე მეტი ფეხბურთელი "დინამო ბათუმიდანაა" გამოძახებული - 7 მოთამაშე. გამოძახებულთა შორის არ არიან თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია, გიორგი მაკარიძე და სოლომონ კვირკველია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), გიორგი ფანცულაია (დინამო ბათუმი, საქართველო)

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მზადებას 30 აგვისტოდან დაიწყებს და ბათუმში მოემზადება, სადაც 2 სექტემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვოს უმასპინძლებს (20:00 საათი). 5 სექტემბერს სანიოლის გუნდი ბადახოსში, ესპანეთს ესტუმრება (22:45 საათი), ხოლო 8 სექტემბერს, სოფიაში ბულგარეთს ამხანაგურად გაეჯიბრება (20:30 საათი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115015