ფეხბურთი

19:30 | 22.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვერონას "კიევომ" არსებობა შეწყვიტა

ცნობილმა იტალიურმა კლუბმა „კიევომ“ არსებობა შეწყვიტა. ინფორმაცია Gazzetta Dello Sport-მა გაავრცელა. ვერონელებმა სერია D-ში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირება ფინანსური პრობლემების გამო ვერ შეძლო.

„კიევოს“ სერია B-ში უნდა ეთამაშა, მაგრამ პრობლემების გამო ორი ლიგით დააქვეითეს. გუნდის ყოფილი კაპიტანი სერჯო პელისიერი ცდილობდა კლუბისთვის სპონსორის და მყიდველის პოვნას, რომელიც „კიევოში“ ინვესტიციას ჩადებდა, მაგრამ ვერ შეძლო. მოსალოდნელია, რომ კლუბი დაიშლება, ყოველშემთხვევაში ამ ეტაპისთვის, ასეა.

„სამწუხაროდ, დღეს დამთავრდა კლუბის ისტორია, რომელმაც ბევრი მომცა. ეს არის ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი სევდიანი დღეს. ვცდილობდი და ვიმედოვნებდი, რომ შემეძლო კლუბის ისტორიის გაგრძელება, რაც შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამომივიდა. ვფიქრობდი, რომ ქალაქში ბევრი ადამიანი იქნებოდა, ვისაც კლუბისა და მისი ისტორიის შენარჩუნება სურდა, მაგრამ ვცდებოდი. მშვიდობით საყვარელო „კიევო“, ყოველთვის დარჩები ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან კლუბად“, - დაწერა სოციალურ ქსელში პელისიერმა.

„კიევო“ სერია A-ში 2001 წლიდან 2019 წლამდე თამაშობდა. ამ პერიოდში მხოლოდ 2007-2008 წლების სეზონი გაატარა სერია B-ში. 2019 წელს ის დაქვეითდა და ახლა კი არსებობა შეწყვიტა. „მფრინავმა ვირებმა“ სერია A-ში სადებიუტო სეზონში (2001-2002) მეხუთე ადგილი დაიკავა, ევროტურნირებზეც რამდენჯერმე გავიდა, მაგრამ იქ წარმატებას ვერ მიაღწია.

0.11384