ფეხბურთი

2:25 | 22.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

AS მამარდაშვილის თამაშზე: "კარგი პოზიციის წყალობით რეაგირება დროულად შეძლო"

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა As-მა „ვალენსიას“ ფეხბურთელების თამაში შეაფასა „გრანადასთან“ შეხვედრაში (1:1) და მათ შორის, რა თქმა უნდა, გიორგი მამარდაშვილისაც. 20 წლის ქართველი კიპერი გამოცემის ვერსიით, სადებიუტო თამაშთან შედარებით ნაკლებად დამაჯერებელი იყო.

„ნაკლებად დამაჯერებელი იყო სადებიუტო მატჩთან შედარებით, ალბათ იმიტომ, რომ საწყის 15 წუთში გოლი გაუშვა, რომლის დროსაც ბევრს ვერაფერს გააკეთებდა. გამოსვლებზე ყოყმანობდა და სტანდარტულის დროს ერთი დარტყმა არც ისე კარგად დაბლოკა, მაგრამ კარგი პოზიციის წყალობით დროულად რეაგირება მოახერხა“, - დაწერა As-მა.

აქვე გეტყვით, რომ სტატისტიკის ვებგვერდებმა მისი თამაში საკმაოდ ცუდად შეაფესეს. Sofascore-მ 6.4 ქულა მიანიჭა, Whoscored-მა 5.9, რაც ალბათ იმით იყო გამოწვეული, რომ გიორგიმ რამდენიმე არაზუსტი პასიც გააკეთა. ორივე შემთხვევაში ეს „ვალენსიას“ რიგებში ყველაზე დაბალი შეფასება გამოდგა. ვთქვათ ისიც, რომ მამარდაშვილს „გრანადასთან“ სტუმრად შარშან „ლოკომოტივის“ მაისურით ევროპა ლიგაზეც ჰქონდა ნათამები.

„ვალენსიას“ 2 ტურში 4 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 27 აგვისტოს, „მესტალიაზე“ „ალავესთან“ გამართავს.

0.136294