სხვა

1:05 | 22.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო იაკობსენმა ვუელტაზე ეტაპი მეორედ მოიგო

ჰოლანდიელმა ფაბიო იაკობსენმა მიმდინარე ვუელტაზე უკვე მეორედ მოიგო ეტაპი. ამჯერადაც მან სპრინტში გაიმარჯვა. მან თანაგუნდელების დახმარებით იხეირა, კარგი პოზიცია შეარჩია და შეტევა ფინიშამდე 200 მეტრით ადრე დაიწყო, რაზეც პასუხი ვერავი გასცა.

სხვათა შორის, 24 წლის იაკობსენის (დესონინკ-ქვიკ-სტეპი) გამარჯვებას, ეტაპის დასაწყისშივე პროგნოზირებდა ევროსპორტის კომენტატორი, წარსულში სახელოვანი ველომრბოლი, ირლანდიელი შონ კელი. მეორე და მესამე ადგილები, იტალიელმა ალბერტო დაინეზემ (ტიმ DSM) და ბელგიელმა იასპერ ფილიპსენმა (ალპესინ ფენიქსი) დაიკავეს. ფილიპსენსაც ორი ეტაპი აქვს მოგებული.

ლიდერის წითელი მაისური შეინარჩუნა ვუელტას მოქმედმა ჩემპიონმა, სლოვენიელმა პრიმოჟ როგლიჩმა (ჯუმბო-ვისმა), ვინც რვა ეტაპის შემდეგ, ისევ რვა წამს უგებს მეორეზე მყოფ ავსტრიელ ფელიქს გროსშარტნერს (ბორა-ჰანსგრო).

დღევანდელი მოგებით, იაკობსენმა ქულების ჩათვლაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა (ფილიპსენი ჩამოაქვეითა) და შესაბამისი მწვანე მაისური მოირგო. ახალგაზრდა მრბოლთა კლასიფიკაციაში კი კოლუმბიელი ეგან ბერნალი (ინეოს გრენადერსი) ლიდერობს.

კვირას ველომრბოლებს კიდევ ერთი სამთო ეტაპი ელით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116783