ფეხბურთი

0:00 | 22.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილმა ლა ლიგაში მეორე მატჩი ჩაატარა, "ვალენსიამ" ქულა მოიპოვა

ესპანეთის ლა ლიგის მეორე ტურში გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ კარი დაიცვა. „ღამურები“ „ლორ კარმენოსზე“ „გრანადას“ ესტუმრნენ და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მამარდაშვილმა ლა ლიგაში პირველი გოლი ლუის სუარესისგან გაუშვა, რომელიც მე-16 წუთზე მასთან პირისპირ დარჩა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. გიორგის ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონია, მისი კარის ჩარჩოში სულ სამჯერ დაარტყეს და ორჯერ შეძლო ბურთის აღება.

სტატისტიკის ვებგვერდებმა მისი თამაში საკმაოდ ცუდად შეაფესეს. Sofascore-მ 6.4 ქულა მიანიჭა, Whoscored-მა 5.9, რაც ალბათ იმით იყო გამოწვეული, რომ გიორგიმ რამდენიმე არაზუსტი პასიც გააკეთა. ორივე შემთხვევაში ეს „ვალენსიას“ რიგებში ყველაზე დაბალი შეფასება გამოდგა. ვთქვათ ისიც, რომ მამარდაშვილს „გრანადასთან“ სტუმრად შარშან „ლოკომოტივის“ მაისურით ევროპა ლიგაზეც ჰქონდა ნათამები.

„ვალენსიას“ 2 ტურში 4 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 27 აგვისტოს, „მესტალიაზე“ „ალავესთან“ გამართავს.

0.113157