ესპანეთის ლა ლიგის მეორე ტურში "ვალენსია" სტუმრად "გრანადას" შეხვდება და გიორგი მამარდაშვილი ზედიზედ მეორედ "ღამურების" ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.
ხოსე ბორდალასმა გიორგი იასპერ სილესენს ამჯობინა, რომელიც გამოჯანმრთელდა, მაგრამ ესპანელმა სპეციალისტმა ქართველ მეკარეს ნდობა ისევ გამოუცხადა, რაც შესანიშნავი ამბავია. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, პირველ ტურში მამარდაშვილმა "ხეტაფესთან" დიდებულად ითამაშა და ტურის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა, გარდა იმისა, რომ სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.