„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში, შინ „ნორვიჩი“ 5:0 გაანადგურა. მეორე ბურთი „ქალაქელთა“ 100-მილიონგირვანქიანმა შენაძენმა, ჯეკ გრილიშმა გაიტანა. ეს ყოფილი ასტონვილელის „ქალაქელთა“ მაისურით გატანილი პირველი გოლია.
ანგარიში მე-7 წუთზე, სტუმართა მეკარის კრულის ავტოგოლით გაიხსნა. შემდეგ, 22-ე წუთზე თავი გრილიშმა გამოიჩინა. ამას მეორე ტაიმში ლაპორტის (64-ე წთ), სტერლინგისა (71) და მაჰრეზის (84) გოლები მოჰყვა.