ფეხბურთი

14:35 | 21.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია "აპოელის" ვიცე-კაპიტნად აირჩიეს

გიორგი ქვილითაია „აპოელის“ ერთ-ერთი ვიცე-კაპიტანი იქნება. ნიქოზიურმა კლუბმა საკუთარ ვებგვერდზე დაასახელა ოთხი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც გუნდის კაპიტნები იქნებიან.

ქვილითაიას გარდა კაპიტნის სამკლაურის ტარების პატივი ჯორჯ ეფრემს, ტომას დე ვინსენტის და პაულო ვინისიუსს ერგოთ.

„პირველად ვატარებ კაპიტნის სამკლაურს გუნდში. უდიდესი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით ისეთი ტრადიციების და ისტორიის მქონე კლუბში, როგორიც „აპოელია“. ძალიან ბედნიერი ვარ და მზად ვარ, ავიღო ეს პასუხისმგებლობა და „აპოელის“ წარმატებებში წვლილი შევიტანო“, - თქვა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია „აპოელს“ მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა. კვიპროსულ გუნდში მისი თანაგუნდელები მურთაზ დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილიც არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116604