ფეხბურთი

13:17 | 21.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ალესანდრო ფლორენცი "მილანის" ფეხბურთელია

იტალიურმა „მილანმა“ „რომას“ ნახევარმცველი ალესანდრო ფლორენცი დაიმატა. ინფორმაცია „როსონერის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ფლორენცი ლომბარდიულ გრანდს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და „მილანს“ მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

30 წლის ფეხბურთელი „რომას“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2011 წლიდან თამაშობდა, მაგრამ კლუბი 2020 წელს დატოვა, როდესაც იჯარით ჯერ „ვალენსიაში“ გადავიდა, მერე კი „პარი სენ ჟერმენში“. მას ერთი სეზონი კარიერის საწყის ეტაპზე „კროტონეშიც“ აქვს გატარებული.

იტალიის ნაკრებში ფლორენციმ 2012 წლიდან დღემდე 45-ჯერ ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112865