სხვა

1:21 | 20.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვუელტას მეექვსე ეტაპი კორტ ნილსენმა მოიგო

ვუელტა ესპანიას მეექვსე, სამთო ეტაპი დანიელი მაგნუს კორტ ნილსენის გამარჯვებით დასრულდა, სლოვენიელმა პრიმოჟ როგლიჩმა კი ფინიში მეორემ გადაკვეთა და მარათონის ლიდერობა დაიბრუნა.

კორტ ნილსენი (EF ედუქეიშენ) იმ ხუთკაციან ჯგუფში იყო, რომელმაც ადრევე შეძლო დაწინაურება. საფინიშო მოკლე აღმართზე კი სწორედ მას აღმოაჩნდა ყველაზე მეტი ძალა და ამან ფინიშთან პირველი მიიყვანა. დანიელი მრბოლისთვის, ეს ვუელტაზე კარიერაში მოპოვებული მეოთხე გამარჯვებაა. მასვე ერთი ეტაპი ტურ დე ფრანსზეც აქვს მოგებული.

„ბოლოსკენ ძალიან მჭიდრო პაექრობა გვქონდა. 150 მეტრი რომ რჩებოდა, უკან გავიხედე და დავინახე, რომ როგლიჩი მიახლოვდებოდა. რაც ძალა მქონდა შერჩენილი, ბოლომდე დავხარჯე და მას წინ გასვლის საშუალება არ მივეცი“, - განაცხადა კორტ ნილსენმა.

ფრანგ კენი ელისონდეს (ტრეკ სეგაფრედო), ვინც რბოლა ლიდერის წითელ მაისურში დაიწყო, ეტაპის მიწურულს ძალიან გაუჭირდა და რბოლა 67-ე ადგილზე დაასრულა. მისი დახმარება თანაგუნდელებმა სცადეს, მაგრამ ბოლო 2 კილომეტრზე, როცა აღმართი იყო გასავლელი, ფრანგს საბოლოოდ გამოელია ძალა.

როგლიჩი (ჯუმბო-ვისმა) კლასიფიკაციაში 25 წამს უგებს „მოვისტარის“ ესპანელ ერიკ მასს. მომდვნ სამი ადგილიც „მივისტარის“ მრბოლებს, კოლუმბიელ მიგელ ანხელ ლოპესს და ვეტერან ესპანელ ალეხანდრო ვალვერდეს უკავიათ.

მომდევნო ეტაპზე, ველომარათონის მონაწილეებს ფინიში პირველი კატეგორიის მთა ბალკონ დე ალიკანტეზე უწევთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11958