2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები მე-2 ჯგუფში ფინეთის, ესტონეთის და დიდი ბრიტანეთის გუნდებთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი პლანეტის პირველობის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.
ასევე ცნობილი გახდა ევროპის 2024 წლის ვაჟთა ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდში საქართველოს მეტოქეთა ვინაობა. ქართველი ხელბურთელები ფინეთის ნაკრების დაუპირისპირდებიან, ფინური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში გადაინაცვლებს.
გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე 4-გუნდიანი ჯგუფებიდან ორ-ორი გუნდი და საუკეთესო მესამეადგილოსნები გავლენ.