„უოტფორდმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე თურქეთის ნაკრებისა და „ფენერბაჰჩეს” 26 წლის ნახევარმცველის, ოზან ტუფანის დამატების შესახებ გამოაცხადა.
გასულ სეზონში ტუფანმა „ფენერის“ მაისურით თურქეთის ჩემპიონატში 37 მატჩი ჩაატარა, 6 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა.
თურქეთის ნაკრებში კი მას 63-ჯერ უთმაშია და 9-ჯერ გამოუჩენია თავი. ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა.
„უოტფორდს,“ მოგეხსენებათ, თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი ხელმძღვანელობს. პრემიერლიგის პირველ ტურში „ონავრებმა“ „ვესტ ჰემს“ 3:2 მოუგეს.