„მანჩესტერ სიტის“ პორტუგალიელი ნახევარმცველი, ბერნარდუ სილვა, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „ბარსელონაში“ აღმოჩნდეს - გვამცნობს Sports IIIustrated.
27 წლის მოთამაშე ესპანური პრიმერას გუნდში ფიქრობს კარიერის გაგრძელებას. „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა „ქალაქელებს“ სილვას ერთ-ერთ ფეხბურთელში გაცვლას სთავაზობდა, მაგრამ „სიტი“ მხოლოდ პორტუგალიელის გაყიდვაზეა თანახმა.
„სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ რამდენიმე ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა სურს.