ფეხბურთი

0:55 | 19.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "ბენფიკამ" პსვ-ს მოუგო, "მალმიო" ჯგუფთან ახლოსაა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში სამი მატჩი გაიმართა. ყველაზე საინტერესო ლისაბონში, „ბენფიკასა“ და პსვ ეინდჰოვენის დაპირისპირება იყო.

ორივე გუნდი ახალ სეზონს კარგ ფორმაში შეხვდა და რა თქმა უნდა, ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა მთავარი მიზანია. „და ლუჟზე“ თამაში პორტუგალიელთა უპირატესობით დაიწყო და ანგარიშიც მატჩის დასაწყისში გაიხსნა. რაფა სილვამ შანსი ხელიდან არ გაუშვა და ჟორჟე ჟეზუშის გუნდი დაწინაურდა. პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს. ამჯერად თავი იულიან ვაიგლმა გამოიჩინა. მეორე ნახევარში პსვ-მ შეძლო ერთი ბურთი გაქვითვა, რითაც საპასუხო მატჩს ძალიან დიდი ინტრიგა შერჩა. „ბენფიკამ“ 2:1 მოიგო, მაგრამ ფაქტია - ყველაფერი „ფილიპს არენაზე“ გადაწყდება.

ბერნში „იანგ ბოიზმა“ უნგრულ „ფერენცვაროშს“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 აჯობა და ჯგუფურ ეტაპთან ახლოსაა. უნგრეთის ჩემპიონის რიგებში ლაშა დვალი და გიორგი ხარიაშვილი განაცხადში არ ყოფილან.

პირველი მატჩების მერე ყველაზე კომფორტული უპირატესობა შვედურმა „მალმიომ“ მოიპოვა, რომელმაც ბულგარეულ „ლუდოგორეცს“ თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა, 2:0 იმარჯვა და საპახუხო მატჩის წინ, რომელიც ერთ კვირაში გაიმართება, ფავორიტად იქცა.

„ბენფიკა“ - პსვ ეინდჰოვენი 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 რაფა სილვა (10), 2:0 ვაიგლი (42), 2:1 გაკპო (51)

„იანგ ბოიზი“ – „ფერენცვაროში“ 3:2 (2:1)

გოლები: 0:1 ბოლი (14), 1:1 ელია (16), 2:1 სიერო (40), 3:1 გარსია (65), 3:1 ბოლი (82)

„მალმიო“ – „ლუდოგორეცი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბირმანჩევიჩი (26), 2:0 ბერგეტი (61)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.189226