არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი მილანის "ინტერთან" ახალ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს.
როგორც ირკვევა ფეხბურთელი აგენტი ალეხანდრო კამანო კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკებას აწარმოებდა და ზემოთაღნიშნული შეთანხმება შედგა. ფეხბურთელი კლუბთან ხელშეკრულებას სამი წლით უახლოეს მომავალში გაახანგრძლივებს.
მარტინესი "ინტერმა" 2018 წელს "რასინგიდან" 25 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გასულ სეზონში ლაუტარომ 48 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. არგენტინელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და "ინტერს" სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა.