ბელგიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი მიში ბატშუაი 2021/22 წლების სეზონს იჯარის წესით "ბეშიქთაშში" გაატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ბატშუაიმ გასული სეზონი "კრისტალ პალასში" იჯარის წესით გაატარა და პრემიერლიგაში ჩატარებულ 18 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ამჯერად კი მიშიმ ინგლისის დატოვება არჩია და თურქებმა მის იჯარაში 150,000 ევრო გადაიხადა.