ფეხბურთი

15:42 | 17.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი სანაკრებო კარიერას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს

ხორვატიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ 35 წლის ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი, სანაკრებო კარიერას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს - წერს ესპანური Marca.

ეროვნულ გუნდში ლუკას დებიუტი 2006 წლის 1 მარტს ჰქონდა, არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ. სულ ხორვატთა შემადგენლობაში მან 142 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.

„რეალთან“ ერთად კი ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ერთხელ დაეუფლა ქვეყნის თასს, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა და სამჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

2018 წელს „ოქროს ბურთის“ ლაურეატი გახდა. ამავე წლის ზაფხულში ხორვატიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ვერცლის მედალი ირგუნა.

0.114987