პორტუგალიის ნაკრებისა და „ლილის“ ნახევარმცველმა, 25 წლის რენატუ სანშეშმა, მარჯვნა მუხლის მენისკის ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - გვამცნობს ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელი დაახლოებით ექვს კვირას გამოტოვებს.
გასულ სეზონში სანშეშმა „ლილის“ მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი შეასრულა. ევრო 2020-ზე ის პორტუგალიის ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. პორტუგალიელებმა ტურნირი მერვედფიმალში დაასრულეს, სადაც ფრანგებთან 1:0 დამარცხდნენ.