ვუელტა ესპანიაზე ჯერ მხოლოდ მესამე ეტაპი გაიმართა და მონაწილეებს უკვე რთული სამთო ეტაპის გავლამ მოუწია. და ეს რთული ეტაპი, რომელიც პირველი კატეგორიის აღმართ პიკონ ბლანკოზე დასრულდა, ვეტერანმა ესტონელმა, რაინ ტაარამაემ მოიგო. მანვე რბოლის ლიდერის წითელი მაისურიც გადაიბარა.
ტაარამაემ ადრევე დაიწყო შეტევა და ფინიშთან მასზე უკეთეს სამთო მრბოლებს, ამერიკელ ჯოი დომბროვსკის (UAE ტიმ ემირატსი) და ფრანგ კენი ელისონდეს (ტრეკ სეგაფრედო) აჯობა. 7.6-კილომეტრიანი პიკონ ბლანკოს აღმართზე, ესტონელმა ბოლო 3 კილომეტრი მარტომ გაიარა და უახლოეს მდევარ დომბროვსკის 21 წამით აჯობა.
სლოვენიელმა პრიმოჟ როგლიჩმა (ჯუმბო ვისმა), ვინც ეტაპი ლიდერის წითელი მაისურით გაიარა, ტაარამაესთან წუთი და 48 წამი წააგო. მასთან ერტად, ფინიშს კოლუმბიელმა ეგან ბერნალმა და ბრიტანელმა ადამ იეიტსმა (ორივე ინეოს გრენადერსი) მიაღწიეს. როგლიჩმა ლიდერობა ტაარამაეს გადაულოცა.
გაუჭირდა ოლიმპიურ ჩემპიონს ეკვადორიდან რიჩარდ კარაპასს (ინეოს გრენადერსი)მ ვინც გამარჯვებულს თითქმის სამი წუთით ჩამორჩა.
ტაარამაეს 2016 წლის ჯიროზე სამთო ეტაპი აქვს მოგებული, ათი წლის წინათ კი ვუელტას ეტაპიც მოიგო. მაგრამ დღევანდლი გამრჯვება მის კარიერაში ყველაზე გამორჩეულია, რადგან ამით ლიდერის მაისურსაც დაეუფლა.
„საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ და ძალიან საზრიანი სპორტული დირექტორი მყავს ვალერიო პივას სახით. გუშინ საღამოს ჩვენ ვისაუბრეთ. ორივეს მიგვაჩნდა, რომ ამ ეტაპის მოგება და ლიდერის მისურის დაუფლება შეგვეძლო. ბევრი რამ იმაზე იყო დამოკიდებული, ეცდებოდა თუ არა პელოტონი ჩვენ დაწევას. როცა მივხვდი, რომ ყველაფერი ჩანაფიქრის შესაბამისად მიდიოდა, გავიფიქრე, შეძლებდნნ თუ არა დომბროვსკი და ელისანდე ჩემ დაწევას. ორივე მთაში მაგარია და დარწმუნებული არ ვიყავი, რომ გამიშვებდნენ. როცა მე ჯიროს ეტაპი მოვიგე, ჯოი მაშინ მესამე იყო. ამიტომ მჯეროდა, რომ ამჯერადაც გამომივიდოდა“, - ყვება 34 წლის ტაარამაე, ვინც კარიერაში პირველად მოირგო ველომარათონის ლიდერის მაისური.