ფეხბურთი

18:33 | 16.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპული კლუბების ასოციაციაში 9 კლუბი დაბრუნდა და მათ სუპერლიგაზე საბოლოოდ უარი თქვეს

ევროპული კლუბების ასოციაცია (ECA) 9 ევროპულ კლუბს დათანხმდა, რომ ასოციაციაში თავიდან გააწევრიანოს. ამის შესახებ ECA-მ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

“ECA-მ გაითვალისწინა კლუბების აღიარება, რომ ე.წ სუპერლიგის პროექტი არ შეესაბამებოდა ფართო საფეხბურთო საზოგადოების ინტერესებს. საბჭოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ფეხბურთში სავალალო და შემაშფოთებელი ეპიზოდი სრულდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული კლუბების ასოციაციას „ინტერი“, „მილანი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ლივერპული“, არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“, „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაუბრუნდნენ. ამ კლუბებმა სუპერლიგის პროექტზე უარი საბოლოოდ თქვეს.

სუპერლიგაში ახლა ოფიციალურად მხოლოდ 3 კლუბი რჩება, რომლებიც ევროპული კლუბების ასოციაციის წევრები აღარ არიან - „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“.

0.11651