„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ლონდონის „ტოტენჰემთან“ (0:1) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს მოსამზადებლად ცოტა დრო ჰქონდა და მარცხიც ამან განაპირობა.
„მთელი შემადგენლობით ცოტა ხნის წინ შევიკრიბეთ, ვიცი, რომ ფეხბურთელებს დრო სჭირდებათ, მომდევნო მატჩამდე კიდევ ერთი კვირაა. სეზონი ახლახან დაიწყო, ამიტომ გამარჯვებები უნდა დავიწყოთ და წინ კიდევ 37 მატჩია. გრძელი სეზონი გველოდება, ვეცდებით გამოვასწოროთ მდგომარეობა, რომ საუკეთესო დონეს დავუბრუნდეთ.
გრილიშმა შესანიშნავად ითამაშა, მან მომენტები შექმნა. სამწუხაროდ ვერ მოვიგეთ ჯეკისთვის სადებიუტო თამაშში, მაგრამ ის ძალიან კარგი იყო - ბურთი არ დაუკარგავს და მეტოქის საჯარიმოსთან სახიფათო იყო. დე ბრუინს კი 90 წუთის სათამაშოდ დრო სჭირდება.
სეზონის ასეთი დაწყება ნორმალურია, როდესაც მოსამზადებლად ცოტა დრო იყო. გუნდში განწყობა კარგი გახლდათ, მაგრამ წავაგეთ, მე უფრო ის მიკვირს, რომ რაღაცები კარგად გავაკეთეთ. ბევრი ფეხბურთელი გუნდში ევროპის ჩემპიონატისა და კორონავირუსის გამო გვიან დაბრუნდა, ბევრი მიზეზი არსებობს. ყოველკვირეულად უკეთესები გავხდებით“, - თქვა გვარდიოლამ.
აქვე გეტყვით, რომ „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გვარდიოლამ ზედიზედ ოთხი საგარეო თამაში წააგო და ეს მის სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოხდა.