ფეხბურთი

1:12 | 15.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ახალწვეულები წარადგინა და სეზონში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ „სტრასბურს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. მატჩის დაწყებამდე პარიზელებმა ახალწვეულები წარადგინეს.

ლიონელ მესი, სერხიო რამოსი, ჯანლუიჯი დონარუმა, ჟორჟინიო ვეინალდუმი და აშრაფ ჰაკიმი ადგილობრივ პუბლიკას წარუდგინეს. მესის გამოჩენას ფანების მხრიდან ოვაციები და სიმღერა მოჰყვა.

სამაგიეროდ, როდესაც სტადიონის დიქტორმა კილიან მბაპეს გვარი გამოაცხადა ძირითადი შემადგენლობის ამოკითხვისას, ფანებისგან სტვენა მოჰყვა. როგორც ჩანს, ისინი კილიანზე გაბრაზებულნი არიან, რომ მადრიდის „რეალში“ გადასვლის სურვილს არ მალავს.

მატჩი პსჟ-მ 4:2 მოიგო, მბაპემ გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. მესის არ უთამაშია, ისევე როგორც ნეიმარს, თუმცა, მათ გარეშეც მაურისიო პოჩეტინოს გუნდი „სტრასბურს“ ადვილად გაუმკლავდა. პარიზელები 27-ე წუთისთვის 3:0-ს იგებდნენ, მეორე ტაიმში ორი გოლი გაუშვეს და მატჩიც დაიძაბა, მაგრამ ბოლოს უპირატესობა მაინც გაზარდეს, საბოლოო ანგარიში პაბლო სარაბიამ დააფიქსირა და პსჟ-ს ორ ტურში 6 ქულა დაუგროვდა.

0.114662